მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო!
გვახარებს თქვენთან ურთიერთობა და ამავდროულად, გვავსებს
პასუხისმგებლობით. ჩვენ, ავტორები, თავად
ვართ მასწავლებლები და ვიცნობთ იმ გამოწვევებს, რასაც ბიოლოგიის თანამედროვე სწავლება
მოითხოვს მასწავლებლებისაგან. პირველ რიგში, ესაა ბაზისური ცოდნა საგანში და ბიოლოგიის კავშირები სხვა საბუნებისმეტყველო
დისციპლინებთან, მოსწავლეებში მეცნიერული კვლევა-ძიების უნრების განვითარება, მეცნიერების
როლის გააზრება და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა, მაღალი სააზროვნო უნარების ფორმირება
და მათი ფუნქციური გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამჭოლი კომპეტენციებისა და
21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, სასწავლო პროცესი უნდა ორიენტირდეს
მოსწავლეზე, მისი ინდივიდუალური მზაობიდან და პროგრესიდან გამომდინარე, მიმართული იყოს
შედეგსა და უწყვეტ განათლებაზე. გამოწვევების ეფექტურად
შესრულებას განაპირობებს მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული უნარები, რომელიც გამოცდილების
გაზიარებისას მდიდრდება და ვითარდება. სწორედ
ასეთ თანამშრომლობას გთავაზობთ მასწავლებლის წიგნი და ბლოგი. ბლოგზე ატვირთული
მასალები მოსწავლის წიგნის თავების მიხედვითაა სტრუქტურირებული. სურვილისამებრ, ისინი
ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიტვირთოს. მოცემული ლინკები და ელექტრონული მისამართები
მუდმივად განახლებადია და ფუნქციური. ამასთან, დაემატება ახალი მასალები. ვფიქრობთ,
ეს დამატებითი მხარდაჭერა იქნება რესურსების გამოსაყენებლად და გაგადვილებთ სწავლების
პროცესს.
წარმატებები
გვინდა, გისურვოთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს, რომლებიც თქვენი თვალებით, სიტყვებით
და დამოკიდებულებებით იწყებენ ბიოლოგიის შესწავლას!